წესები და პირობები
კოფიდენციალურობის პოლიტიკა
შესავალი
ვინ ვართ ჩვენ
შპს ფინრეითი (შემდგომში „OneBank“ ან „ჩვენ“) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, საიდენტიფიკაციო კოდით: 402281222, რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებისას მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ანდრია ბენაშვილის ქუჩა, N 18
საკონტაქტო ინფორმაცია: ელ ფოსტა - [email protected]; ტელეფონის ნომერი - +995 599 00 00 00
პოლიტიკის მიზანი
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს OneBank-ი თქვენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- იმ პრიციპების შესახებ, რის მიხედვითაც OneBank-ი ხელმძღვანელობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში;
- თქვენს შესახებ რა სახის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს OneBank-ი, როდესაც თქვენ მიმართავთ მას ან ხართ მისი თანამშრომელი ან სხვა შემთხვევაში, როცა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მოთხოვნით უკავშირდებით OneBank-ს;
- თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები და როგორ არის უზრუნველყოფილი თქვენი მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის დაცვა;
- თუ როგორ უზრუნველყოფს OneBank -ი კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების დაცვას.
ზოგადი დებულებები
OneBank-ი თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით.
თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.
ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მონაცემები რომელსაც ვამუშავებთ
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით სხვადასხვა პროცესში. კერძოდ:
OneBank-ის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესი
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით ვებგვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენი პლატფორმით სარგებლობის მიზნით. ასეთი მონაცემებია:
- სახელი;
- გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელ.ფოსტა.
ავტორიზაცია სოციალური ქსელის [Facebook] საშუალებით
თუ თქვენ OneBank-ის ვებგვერდზე ვიზიტისას დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება და შეძლებთ სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით ავტორიზაციას. ამისათვის აუცილებელია Facebook-სა და OneBank-ის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები დაემთხვეს ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, მოგეცემათ შესაძლებლობა შეიყვანოთ თქვენს პაროლი, რათა დაადასტუროთ, რომ Facebook-ი აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არ ხართ Facebook-ის მომხმარებელი და დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ Facebook–ზე.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ისარგებლებთ „Facebook ავტორიზაციით“, ამ პროცესში თქვენ ხელმისაწვდომს გახდით თქვენს მონაცემებს OneBank-ის ვებგვერდისათვის და მეორეს მხრივ, კომპანიის ვებგვერდის გამოყენებისას დაეთანხმებით Facebook–ით სარგებლობის პირობებს.
* მნიშვნელოვანია გახსოვდეთ კომპანიის ვებგვერდზე ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოხვიდეთ სისტემიდან, რათა თქვენი მონაცემები არ გახდეს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. ვებგვერდი არ უზრუნველყოფს სისტემიდან ავტომატურ გამოსვლას და აღნიშნულთან დაკავშირებულ რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
ავტორიზაცია Google-ის საშუალებით
OneBank-ის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის თქვენთვის Google-ის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას, რათა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით გამარტივდეს ავტორიზაციის პროცესი. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, გაქვთ Google-ის ელექტრონული ფოსტა და გამოიყენებთ ღილაკს - „Google ავტორიზაცია“, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ Google-სა და კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, მოგეცემათ შესაძლებლობა შეიყვანოთ თქვენს პაროლი, რათა დაადასტუროთ, რომ Google აკონტროლებს ამ ანგარიშს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არ გაქვთ პირადი ანგარიში Google-ზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დაარეგისტრიროთ Google–ის ელექტრონული ფოსტა.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ისარგებლებთ „Google ავტორიზაციით“, ამ პროცესში თქვენ ხელმისაწვდომს გახდით თქვენს მონაცემებს OneBank-ის ვებგვერდისათვის და მეორეს მხრივ, კომპანიის ვებგვერდის გამოყენებისას დაეთანხმებით Google –ით სარგებლობის პირობებს.
* მნიშვნელოვანია გახსოვდეთ კომპანიის ვებგვერდზე ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოხვიდეთ სისტემიდან, რათა თქვენი მონაცემები არ გახდეს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. ვებგვერდი არ უზრუნველყოფს სისტემიდან ავტომატურ გამოსვლას და აღნიშნულთან დაკავშირებულ რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
ვებგვერდზე განაცხადის შევსება
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია პერსონალური მონაცემების კატეგორიები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ვამუშავებთ თქვენთვის მომსახურების გაწევისსას, კერძოდ სასურველი პროდუქტის სასურველი ფინანსური ინსტიტუტიდან მიღების მიზნით, განაცხადის შევსების პროცესში.
პერსონალური მონაცემების კატეგორიები
|
მონაცემები
|
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები |
სახელი; გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; სქესი; ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ.
|
ფინანსური მონაცემები |
ინფორმაცია თქვენი შემოსავლების შესახებ [ოდენობაზე და წყაროზე მითითებით];
სასურველი პროდუქტი;
სასესხო ვალდებულების ვადა;
სესხის ღირებულების მოცულობა;
სესხის მიზნობრიობა;
არსებობის შემთხვევაში თანამონაწილეობასტან დაკავშირებული მონაცემები.
|
ქონებრივი ინფორმაცია |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემები;
საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული მონაცემები;
|
საკომუნიკაციო მონაცემები |
ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტა.
|
* მითითებული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს ისეთ მონაცემს, რომელიც მომხმარებელმა მოგვაწოდა მასთან კომუნიკაციის პროცესში და არ არის მითითებული ჩამონათვალში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემებისა, OneBank-ის მიერ შესაძლებელია, დამუშავდეს თქვენი სხვა ისეთი პერსონალური მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან/და აუცილებელია OneBank-ის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
მზა ჩანაწერები (cookies)
OneBank-ი იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებგვერდი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს - https://1bank.ge/. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები" მოქმედებენ როგორც ერთგვარი "მეხსიერება," რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენს საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის შესახებ, შემდეგი სახის Cookie ფაილების გამოყენებით:
აუცილებელი Cookie ფაილები: უზრუნველყოფენ საიტის შეუფერხებლად მუშაობას და ინახავენ მონაცემებს, როგორიცაა, ინფორმაცია თქვენი ვიზიტის, IP მისამართის, ვებგვერდის მისამართის, ვებგვერდის შიგნით გავლილი გზის შესახებ და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციების გამოსაყენებლად და გასაუმჯობესებლად.
ფუნქციური Cookie ფაილები: ეხმარება ვებგვერდს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციაში. აღნიშნული ფაილები არ არის აუცილებელი საიტის ძირითადი ფუნქციონირებისთვის, მაგრამ მათი გამოყენება აუმჯობესებს ვებსაიტის მუშაობას და მომხმარებლის გამოცდილებას (UX). ფუნქციური Cookie ფაილები ინახავს: თქვენი მიერ არჩეული ენის ან/და რეგიონალური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას, რათა ყოველი ვიზიტისას თავიდან არ მოგიწიოთ მათი დაყენება. ასევე, თქვენ მიერ არჩეული ვიზუალის, განლაგების ან/და რეჟიმის შესახებ ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში თქვენი პირადი ანგარიშის მონაცემებს და პარამეტრებს, რათა განმეორებით არ მოგიწიოთ პარამეტრების შეყვანა და სხვა მსგავს მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ ვებგვერდზე განხორციელებულ ქმედებასთან, ეხმარება ვებგვერდს უფრო ინტუიციური და კომფორტული გახადოს თქვენი გამოცდილება.
ანალიტიკური Cookie ფაილები: გამოიყენება ვებგვერდის გამოყენების ანალიზისთვის და მისი მუშაობის გაუმჯობესებისთვის. ინახავს მონაცემებს თქვენი ქცევის შესახებ, მაგალითად, რამდენ დროს ატარებთ ვებგვერდზე, რომელ ღილაკს აჭერთ, რომელ ბმულებზე გადადიხართ, რამდენად ხშირად სტუმრობთ ვებგვერდს და როგორ გადააგდილდებით (საძიებო სისტემიდან, სხვა საიტებიდან, პირდაპირ ბმულიდან და სხვა.). Google Analytic-ის მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი - Google Analytic-ი არის მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ვებგვერდის მფლობელს მომხმარებლებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების მიღებაში ეხმარება. ამისათვის კომპიუტერში გროვდება გარკვეული "ქუქები". მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი ინახება 2 წლის განმავლობაში და მისი წაშლა შესაძლებელია ვებბრაუზერის პარამეტრებიდან.
* აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებგვერდით სარგებლობის ხარისხის (UX) გაუმჯობესების და მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა.
Cookie ფაილების მართვა: თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ (Cookies) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები:
https://shorturl.at/eJ2jP - (Firefox)
https://shorturl.at/IwzHS - (Chrome)
https://support.apple.com/en-us/105082 - (Safari web and IOS)
იმ შემთხვევაში თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ Cookie ფაილების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
- https://allaboutcookies.org/
მონაცემების დამუშავება
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველი კონკრეტულ შემთხვევისთვის, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
პერსონალური მონაცემები |
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მინაცემებს (დამუშავების მიზანი)
|
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის შესახებ |
დამუშავების სამართლებრივი საფუძველი |
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - სახელი; გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; სქესი; ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ. |
მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
მომხმარებლის განაცხადის მიღება;
გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
|
მომხმარებლისთვის ჩვენი მომსახურების მიწოდება;
ჩვენი მომსახურების განვითარება;
სახელშეკრულობო ურთიერთობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.
|
მონაცემთა სუბიექტის მომართვის საფუძველზე, მისი განაცხადის განხილვა[1].
მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად
|
ფინანსური მონაცემები - ინფორმაცია თქვენი შემოსავლების შესახებ [ოდენობაზე და წყაროზე მითითებით]; სასურველი პროდუქტი; სასესხო ვალდებულების ვადა; სესხის ღირებულების მოცულობა; სესხის მიზნობრიობა; არსებობის შემთხვევაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებული მონაცემები.
|
მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
მომხმარებლის განაცხადის მიღება;
გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
|
მომხმარებლისთვის ჩვენი მომსახურების მიწოდება;
ჩვენი მომსახურების განვითარება;
სახელშეკრულობო ურთიერთობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. |
მონაცემთა სუბიექტის მომართვის საფუძველზე, მისი განაცხადის განხილვა[4].
მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად
|
ქონებრივი ინფორმაცია - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემები; საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული მონაცემები; |
მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
მომხმარებლის განაცხადის მიღება;
გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
|
მომხმარებლისთვის ჩვენი მომსახურების მიწოდება;
ჩვენი მომსახურების განვითარება;
სახელშეკრულობო ურთიერთობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.
|
მონაცემთა სუბიექტის მომართვის საფუძველზე, მისი განაცხადის განხილვა[7].
მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად
|
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა. |
მომხმარებლის ვებგვერდზე რეგისტრაცია;
მომხმარებლისთვის პირადი კაბინეტის შექმნა;
მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შექმნა;
მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის პირად კაბინეტში შეტყობინების ასახვა;
პლატფორმის მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესება.
|
პლატფორმის გამართულად ფუნქციონირება;
მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული პროდუქტის მიწოდება.
|
OneBank-ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად[10]. |
სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია რომელიც მოწოდებულია თქვენ მიერ, ჩვენთან კომუნიკაციის ფაგლებში. |
ვებგვერდის საშუალებით მიღებული შეტყობინების განხილვა;
კომპანიის მომსახურები და პროდუქტის გაუმჯობესება;
მომხმარებლისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
|
მომხმარებელის უფლებების დაცვა;
მომხმარებლისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლის შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
|
OneBank-ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი[11].
|
მზა ჩანაწერები „cookies“ (აუცილებელი, ანალიტიკური, ფუნქციური) |
თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდევა;
თანამშრომლობის ახალი გზების შემუშავება და ჩვენი ბინზესის განვითარება;
იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება;
|
მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება;
პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
ვებგვერდის (პლატფორმის) ხარისხის (UX) გაუმჯობესება; |
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
[1] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
[2] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
[3] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
[4] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
[5] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
[6] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
[7] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
[8] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
[9] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
[10] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
[11] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
[12] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
მონაცემების გადაცემა მესამე მხარისთვის
ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეებს, შემდეგი მიზნით:
- უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;
- თქვენთვის მომსახურების/პროდუქტის მოწოდების მიზნით;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თქვენი პერსონალური მონაცემების შესაძლებელია გადავცეთ მესამე მხარეებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ. მაგალითად მონაცემების გადაცემა შეიძლება მოხდეს:
ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ/ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან - თქვენთვის პროდუქტის/მომსახურების მოწოდების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ/ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან - თქვენთვის სასურველი პროდუქტის/მომსახურების მოწოდების მიზნით;
- ჩვენს კონტრაქტორებთან, რომლებიც გვეხმარებიან თქვენთვის მომსახურების/პროდუქტის მოწოდების პროცესში.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა. მაგალითად:
- იმ შემთხვევაში თუ კომპანია გადაწყეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი წილები ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.
ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
მონაცემთა შენახვა და შენახვის ვადა
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ პროცესიდან გამომდინარე, თუ რა პროცესშიც დავამუშავეთ, მათ შორის, მივიღეთ და შევაგროვეთ მონაცემები. თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს OneBank-ი ინახავს უსაფრთხოდ. პერსონალური მონაცემების ფიზიკურად შეგროვების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება OneBank -ის მიერ გამოყოფილ დაცულ ადგილას, მათზე წვდომა აქვს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლებს.
მონაცემების ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით, დამუშავების, მათ შორის მიღების და შეგროვების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება Google Cloud სერვერებზე, რომელიც მდებარეობს ჰელსინკში, ფინეთში. შესაბამისად, მიღებულია მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი ზომები.
მონაცემების შენახვის ზოგადი ვადა განსაზღვრულია 10 წლით, თუმცა, პროცესთან მიმართებით ვადები დამოკიდებულია შემდეგ გარემოებებზე:
- განაცხადების და მომართვის შინაარსზე და მათზე რეაგირებისთვის;
- კითხვებსა და შეტყობინებებზე პასუხის გასაცემად;
- თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;
- შრომითი ურთიერთობის ფარგლებში თქვენი უფლებების რეალიზებისთვის და OneBank-ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად;
- OneBank-ის საქმიანობის განხორციელებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის;
- კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
* თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, დამუშავების საფუძვლის, მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;
- გაეცნოთ თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს;
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა (არსებობის შემთხვევაში);
- მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა;
- ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზება.
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ვერ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა და ვერ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
მნიშვნელოვანია, რომ OneBank-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. OneBank-ი ზრუნავს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
თუ კი ფიქრობთ, ჩვენ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში, ირღვევა თქვენი უფლებები ან არ ხდება თქვენი უფლებების სათანადო რეალიზება, თქვენ შეგიძლიათ მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected].
უფლებების შეზღუდვა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
- მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, OneBank-ის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
უსაფრთხოების ზომები
ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
ჩვენ ვიღებთ აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან. თქვენ მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია და დაშვებულია მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე უფლებამოსილ თანამშრომლებზე.
გამომდინარე იქედან, რომ ვებგვერდი იყენებს სერვერს, რომელივ განთავსებული ფინეთში მონაცემთა დაცვა რეგულირებული და გარანტირებულია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციით (GDPR).
ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე.
პოლიტიკის ცვლილება
OneBank-ი უფლებამოსილია, მოახდინოს წინამდებარე პოლიტიკის მოდიფიცირება საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება OneBank-ის ვებგვერდზე - https://1bank.ge/ და ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.
დაგვიკავშირდით
თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშრებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]
ტელეფონის ნომერზე: +995 599 00 00 00
განახლების თარიღი : 25.11.2024